“ქართული ოცნების” კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

ქართულმა ოცნებამ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი: 27, გრიგოლ ვაშაძე: 10%, დავით ბაქრაძე: 9%, სხვა კანდიდატები 6%.
როგორც პარლამენტში ფრაქცია„ქართული ოცნების” თავმჯომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 48%-ს.
„შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი: 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%. აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებს”- განაცხადა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F10%2F463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg&w=3840&q=75)
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

„ქართული ოცნების“ შიდა კვლევით, ზუგდიდში გიორგი შენგელია ლიდერობს




