stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია

31.01.2023 / 31 იანვარი 2023
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია

ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზებთან არსებული ვითარების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

ოლეგ სერებრიანმა სახელმწიფო მინისტრისგან ასევე მოისმინა ინფორმაცია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის და მის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელების თაობაზე.  

„მოლდოვის ვიცე-პრემიერს დღეს შესაძლებლობა ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაცნობოდა უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას, ასევე ინფორმაცია მიეღო საოკუპაციო ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცებების თაობაზე, რაც საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის თავმდევ უმძიმეს შედეგებს წარმოადგენს. ამ პროცესში ნამდვილად  კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არსებითია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ინფორმირებულობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„ძალიან საინტერესო გამოცდილებაა იხილო რეალობა ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ნახო რუსული სამხედრო ბაზა მეორე მხარეს. ეს არის საერთო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან გვაქვს ანალოგიური გამოცდილება დნესტრისპირეთშიც. როგორც იცით, რუსული სამხედრო ძალები იქ არალეგალურად განლაგებული არიან 1991 წლიდან. ჩემი ქართველი კოლეგისგან ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით, სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ეთნიკური წმენდა ორივე რეგიონში და ასობით ათასი ქართველის ტრაგედია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ ამ რეგიონების დატოვება. ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. დღეს ასევე ვიყავი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის შესახებ ბევრი შეკითხვა დავუსვი. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს არის ნამდვილად ძალიან ინფორმატიული და საინტერესო, მაგრამ ამასთან სამწუხარო გამოცდილება,‘’- განაცხადა ოლეგ სერებრიანმა.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთში ზღვამ ძველი ნავი გამორიყა

შემდეგი პოსტი

რა ქონებას ფლობს „ნაცმოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი კატარის ვიცე-პრემიერს და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი კატარის ვიცე-პრემიერს და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

თეა ახვლედიანი – იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

თეა ახვლედიანი – იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

პრემიერი სოფელ კირბალთან მომხდარზე: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად

პრემიერი სოფელ კირბალთან მომხდარზე: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026