ფოთში საგზაო იფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაცია სრულდება სერგი დანელიას ქუჩაზე.
ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი. ასევე განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები”.
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენელი 13“ ახორციელებს.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





