ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დედებს 3 მარტი მიულოცა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო ჩხოროწყუელ დედებს 3 მარტი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
დათო გოგუა მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო ჩხოროწყუელებს, მრავალშვილიან, ღვაწლმოსილ და საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მქონე პედაგოგ ქალბატონებს სახლში ესტუმრა, გაზაფხულის პირველი დღესასწაული- დედის დღე მიულოცა მათ და დღეგრძლობა, ბედნიერება , გაზაფხულივით ლამაზი და ფერადი ცხოვრება უსურვა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





