stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

ზუგდიდს ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა

29.03.2023 / 29 მარტი 2023
ზუგდიდს ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ – 175 ერთეული 1,100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3 კუბიანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.

ქალაქ ზუგდიდში, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სქხელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელების დაწყება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი. პროექტი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას ქ. ზუგდიდში – წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა.

ნარჩენების შეგროვების ძირითად ადგილებად შეირჩევა შემდეგი ტიპის ორგანიზაციები და ინსტიტუციები:დიდი მარკეტები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები; სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები;საჯარო დაწესებულებები;ცენტრალური ადგილები.შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალურ საწყობში შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მოხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ. შემდგომში, სეპარირებული მუყაო/ქაღალდი შესყიდულ იქნება გადამამუშავებელი კომპანიების მიერ – მათი ხელახლა გამოყენების მიზნით.

ქაღალდის და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას.საპილოტე პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

Banner 1
წინა პოსტი

ძლიერი ქარი, შტორმი, ქარბუქი – ხვალიდან ამინდი უარესდება

შემდეგი პოსტი

სამეგრელოსა და აჭარაში სათამაშო ბიზნესის უკანონო ობიექტები გამოავლინეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემათ

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026