stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, სენაკში, სამი პროექტი განხორციელდება

29.06.2023 / 29 ივნისი 2023
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, სენაკში, სამი პროექტი განხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კენჭისყრის ეტაპი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის წევრებს: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, დონარა ალანიას; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ნანა ზარანდიას; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილს; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ეკატერინე კიზირიას და იურიდიული განყოფილების უფროსს, რამაზ კუპრეიშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში ჩართულ სენაკელებს აქტიურობის, ინიციატივების დაფიქსირებისა და ხმის მიცემის პროცესში ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა.

პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 13 საპროექტო წინადადება.

კენჭისყრის ეტაპზე 4 საპროექტო წინადადება გადავიდა, მათგან, ხმათა უმრავლესობით, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი:

833 ხმა მოიპოვა საპროქტო წინადადებამ – ,,senaki loves you” – ქალაქის ცენტრალური მოედნის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ქალაქის ცენტრალურ სკვერების უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფა – პროექტის ავტორი, დავით ხუხუა;

701 ხმა – ჭავჭავაძის 37-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციების მოწყობა – პროექტის ავტორი, თამარ ლაშკოვა;

670 ხმა – სენაკის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,კოლხეთის“ ძველი ნომრების (1950 წლიდან 1990 წლამდე) გაციფრულება – პროექტის ავტორი, ცოტნე ეჯიბია;

2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 150 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის. ერთი პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.

პროგრამის ფარლგებში, 2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი პროექტი განხორციელდა: აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები; ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში კი – ამფითეატრი.

2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და საკრებულის მხარდაჭერით, პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარამდე გაიზარდა, რაც სამი პროექტის დაფინანსებას მოიცავს.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.

Banner 1
წინა პოსტი

ჯვარის მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით აგვისტოდან ისარგებლებს

შემდეგი პოსტი

3 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა

სენაკის მერი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მერი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მალხაზ თორია: 2021 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

მალხაზ თორია: 2021 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა