stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, გოგოებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

14.07.2023 / 14 ივლისი 2023
საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, გოგოებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი. 2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. ახალი ცვლილებით, იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, აცრის ჩატარება 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია.

სპეციალისტთა განმარტებით, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია, საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთში ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა

შემდეგი პოსტი

ვლაქერნობის წირვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

ხობში 40 წლის მამაკაცი 12 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დააკავეს

ხობში 40 წლის მამაკაცი 12 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დააკავეს

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026