WhatsApp-ი სასაუბროში ვიდეო შეტყობინებების ჩაწერის ფუნქციას დანერგავს

WhatsApp-ი სასაუბროში ვიდეო შეტყობინებების ჩაწერის ფუნქციას დანერგავს. აპლიკაციაში ვიდეოს გასაგზავნად მისი წინასწარ გადაღება საჭირო აღარ იქნება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სახალისო გზა, რათა გავაზიაროთ მომენტები მთელი ემოციით, რომელიც მოდის ვიდეოდან, იქნება ეს ვინმეს დაბადების დღის მილოცვა, ხუმრობაზე სიცილი თუ სხვა კარგი ამბები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მყისიერი ვიდეო შეტყობინებების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 60 წამამდე და ის აპლიკაციის დაშიფვრის სერვისით იქნება დაცული. ახალი ფუნქცია პლატფორმაზე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მსგავსი იქნება და იმავე გვერდზე განლაგდება.




![ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F46Anjj_sMEY%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
![ზუგდიდის მერობის კანდიდატი ცრუობს? – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FSS5YvbrW7uU%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
![ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F01%2Fimg_6057-1767256337054.jpeg&w=3840&q=75)