ფოთის მერი: „ჩვენი გუნდი აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას“

ფოთში, ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ დარბაზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა და სპორტული ინვენტარი. ამ სივრცეებში 200-ზე მეტი ფოთელი ბავშვი სრულიად უფასოდ ეუფლება ჭიდაობისა და კრივის ხელოვნებას.
დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენი გუნდი აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა ფოთელი ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მიაღწიონ მეტ წარმატებას“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
სპორტულ დარბაზებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.
მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის“

ფოთის მერი: „ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“

![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)


