ედიშერ თოლორაია „საერთაშორისო გამჭირვალობას“ სიცრუის გავრცელებში ამხელს

საქართველოს პარლამენტის წევი ედიშერ თოლორაია საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ორგანიზაციას ტყუილის ტირაჟირებაში ადააშაულებს.
„მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ჩემი მეუღლე მაკა ღურწკაია ფლობს შპს „კერა 2011“-ის 100%-იან წილს და დედაჩემი, ლამარა გორდულავა შპს „ევროლუქსი 2011“-ის 100%-იან წილის მფლობლია. აღნიშნულ შპს 2011 წელს აქვს საქმიანობა შეწყვეტილი, ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურში,“- წერს თოლორაია ფეისბუქის გვერდზე.
დღეს „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შედგენაში ადანაშაულებდა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





