ჩხოროწყუში ხანძრის კერაში ამაღამ მაშველების ცოცხალი ძალა რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.
ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.





![ჩხოროწყუში ნაძვის ხე აანთეს [ახალი წლის დღეები]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F12%2F7b41c97c-523d-47af-b230-c63eb947cde6-960x640.jpeg&w=3840&q=75)
