stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიპოლიტიკა

გია ხარჩილავა, ზუგდიდში ენმ-ის ყოფილ წევრებზე: ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე

05.12.2023 / 5 დეკემბერი 2023
გია ხარჩილავა, ზუგდიდში ენმ-ის ყოფილ წევრებზე: ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, ზუგდიდის საკრებულოს წევრების მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,მე,როგორც გამარჯვებული მერი,ვაფიქსირებ,რომ ჩემს გამარჯვებაში მთავარი წვლილი,80% პარტიისაა!არც პარტიის არჩევნების დროს და, არც მერე, აზრადაც არ მომსვლია, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ამ სინამდვილის მიღმა დრეიფი და საკუთარი თამაშის წესებით ოპერირება. პარტიაში მისაღებია წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ, თუ პარტიის ქოლგის ქვეშ ხარ,პარტიის ძირითად ხაზს არ უნდა გადაუხვიო, ეთანხმები თუ არა უმრავლესობას: ესაა პარტიული დემოკრატია და არ უნდა დააზიანო საკუთარი პარტია შენი ქმედებით და რიტორიკით .განსაკუთრებით მაშინ,როცა პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი პუტინის პირადი ტყვეა…
●ვთანხმდებით:არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, დამაჯერებლად გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა.
●ჩატარდა რაიონული არჩევნები და პარტიამ დაიწყო რეალური ფორმირება.
●დარჩა პოლიტსაბჭოს საკამათო საკითხი და ეს განხეთქილების, პარტიის გახლეჩის, საბაბად რომ არ ქცეულიყო,პარტიის დამფუძნებელმა,მიხეილ სააკაშვილმა:
1.პარტიის მართვა აიღო საკუთარ თავზე,რითაც ყველა ინსინუაციებს საბოლოოდ გამოაცალა საფუძველი!
2.წარმოადგინა მანიფესტი,რომელიც ყველას აძლევდა შანსს საკუთარი თავი ღირსეულად წარმოეჩინა პარტიაში!
3.ძირითადი საკამათო საკითხის გადასაწყვეტად გაფართოვდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და დაანონსდა მისი კიდევ უფრო გაფართოება ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრების ლეგიტიმური შემობრუნების გზით!
3.როგორც ვიცი,იყო პირადი მოლაპარაკებებიც!
ამ ყველაფერს,პროცესს თუ გავიაზრებთ,კონფლიქტი ამით უნდა ამოწურილიყო!
არადა დღეს,ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა,ნიკა მელიას კვალდაკვალ,პარტია(არა ფრაქცია)დატოვა!
რა დავინახეთ:
ხელოვნურად დროში გაწელილი პროცესი, მეტი ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე!
დავინახეთ ის,რომ ადამიანებმა პარტიის დამფუძნებლის,მიშა სააკაშვილის მოწოდებულ ერთიანობის შანსს და გეგმას მხარი არ დაუჭირეს და გაყვნენ პარტიის დაშლის და ენმ-ს ამომრჩევლის დემორალიზების გეგმას…
გარწმუნებთ,ენმ-მ მსგავსი პროცესი არაერთხელ უკვე გამოიარა,ეს განდგომილება და სიცხადე ენმ-ს კიდევ უფრო მობილიზებული გახდის,რადგან ენმ და მიშა სააკაშვილი ერთი მთლიანობაა და ამ ბირთვისგან გასვლა მხოლოდ განდგომილებს დააზარალებს…მაგრამ აქ არის ერთი რამ,რაც ამ ადამიანების გულწრფელობას უკავშირდება:ეს ადამიანები,ენმ-ს ხმებით გასულები,არიან იმ პრინციპული სიმაღლის,რომ ენმ-სთან ერთად მიშასაც დეკლარირებულად გაემიჯნონ, დატოვონ საკრებულო,მინიმუმ ფრაქცია და საკუთარი უნარებით,ამ მოცემულობით, პოლიტიკურად ღირებული რამ შექმნან?!” წერს წალენჯიხის მერი.

Banner 1
წინა პოსტი

ანა წითლიძე პარტიიდან წასულებზე: ეს არის ღალატი, ისინი მანდატის ქურდები არიან

შემდეგი პოსტი

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, ენმ-ს საოლქო და საუბნო კომისიის წევრები პარტიის დავალებით ეთიკის კოდექსს ხელს არ აწერენ

ზუგდიდში, ენმ-ს საოლქო და საუბნო კომისიის წევრები პარტიის დავალებით ეთიკის კოდექსს ხელს არ აწერენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბმა ენმ-ის წევრებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა ვინ ართმევს მოქალაქეებს პირადობებს და  ძალადობრივ ჯგუფებს აყალიბებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბმა ენმ-ის წევრებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა ვინ ართმევს მოქალაქეებს პირადობებს და  ძალადობრივ ჯგუფებს აყალიბებს

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026