კულტურის ცენტრთან აქციის მონაწილეებს მამუკა მდინარაძე შეხვდა

მოძრაობა ,,ხმა ერისა ხმა ხსნისა” ზუგდიდში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან აქციას მართავს. კულტურის ცენტრში ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარტიულ აქტივთან შეხვედრას მართავს.
აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია შეხვდნენ.
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებს შეხვედრას და საკითხის შესწავლას დაპირდა.
აქციის მონაწილეები ბანკების ვალების მოქალაქეებისთვის ჩამოწერას ითხოვენ.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

მამუკა წოწერია იესპერ მოლერს შეხვდა




