მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე“, – განაცხადა პრემიერმა.
ლევან ჟორჟოლიანმა რევაზ ჯაველიძე შეცვალა, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა 2024 წლის პირველ მარტს დატოვა. ის ამ პოსტს 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





