უკრინაში კიდევ ერთი ზუგდიდელი თენგიზ ჭანია დაიღუპა

აზოვსტალთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზუგდიდის მკვიდრი თენგიზ ჭანია დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობარი თეიმურაზ ბასილაია ავრცელებს:
,,კიდევ ერთი გმირი, ჩვენი მეგობარი თენგიზ ჭანია დავკარგეთ. მსოფლიოს მტერთან ბრძოლაში დაიღუპა აზოვსტალთან. ნათელში იყოს შენი სული თენგო (ჭანო)” – წერს ფეისბუქში თეიმურაზ ბასილაია.
თენგიზ ჭანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან დევნილია.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





