ვანდალიზმი – ფოთში მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი დააზიანეს

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რეკრეაციულ სივრცეში მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი დააზიანეს.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრის“ სკვერების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების განყოფილების თანამშრომლები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა მალევე აღადგინეს. მოქალაქეებს მოვუწოდებთ გაუფრთხილდნენ და დაიცვან ქალაქის ინფრასტრუქტურა!“ – ნათქვამია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის განცხადებაში.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





