ზუგდიდელი ჟურნალისტი კლარა ფაჩუაშვილი გარდაიცვალა

ზუგდიდელი ჟურნალისტი კლარა ფაჩუაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლარა ფაჩუაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.
ჟურნალისტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემებში მუშაობდა: იყო ენგურქაღალდკომბინატის გაზეთ ”ენგურის მუშის” რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი, გაზეთ ”ზუგდიდის” და ჟურნალ ”ზუგდიდელების” კორესპონდენტი.
2016 წელს კლარა ფაჩუაშვილმა გამოსცა წიგნი “ქალი სუსტი-ქალი ძლიერი”. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: მემუარები, წერილები და შემოქმედება.
stv უსამძიმრებს კლარა ფაჩუაშვილის გარდაცვალებას მის ნათესავებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





