რუხის საავადმყოფოში აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ 200-მდე პირს მაღალკვალიფიციური ექიმი სპეციალისტების 500-ზე მეტი კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულებისამებრ ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგოლეები ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და რუხის კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





