stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიპოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ზუგდიდში- საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა არ გავა

26.04.2024 / 26 აპრილი 2024
დავით მათიკაშვილი ზუგდიდში- საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა არ გავა

„სამწუხაროდ, გამოწვევები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, მთელი მსოფლიოსთვისაა. სხვა ერებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ როგორ დაიცვან საკუთარი თვითმყოფადობა და ზნეობა, მოჭარბებული, მომძლავრებული ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისგან. ამ მოცემულობაში დაიკარგა ის საფუძველთა-საფუძველი თუნდაც, „ენა, მამული, სარწმუნოების“ სახით, რომელიც სწორედ, ილიასეული ლიბერალობის საფუძველი იყო“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ იხილა მცდელობა, რომ ამ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი – „სარწმუნოება“ შეეცვალათ „ერთობით“.

„ერთობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ სარწმუნოების ამოღება ხომ ფაქტობრივად ეკლესიასთან ჩვენი ფუნდამენტური, ძირეული კავშირის გაწყვეტას ნიშნავს, რაც მეოთხე საუკუნიდან დაწყებული, ჩვენი ერისთვის ენასთან და მამულთან ერთად არის ძირითადი ღერძი, არქიტექტურა ქართული მენტალობის, სინდისის და კულტურის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩვენი კულტურა, ზნეობა და მორალი ვერ შეიწყნარებს იმ ღირებულებებს, რასაც ფსევდოლიბერალური ჰქვია და რაც ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმცირესობის უფლებები კანონით არის დაცული, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.

„საკონსტიტუციო განხილვის ღერძი არის, რომ თუკი უმცირესობის უფლებები არის (და უნდა იყოს კიდეც) ქვეყანაში დაცული, ამავდროულად, უხეშად ნურავინ ჩაერევა ქართულ ზნეობასა და მენტალობაში. ჩვენ გვაქვს იმისი სრული უფლება, რომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვათ – საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა არ გავა. ეს იქნება აკრძალული, ეს იქნება დაუშვებელი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესტან და დეპუტატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

ამავე თემაზე:

Banner 1
წინა პოსტი

შალვა კერესელიძე ზუგდიდში: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით მმართველი პარტიის სულისკვეთებას ვიზიარებ

შემდეგი პოსტი

გიორგი ხახუბია – კონსტიტუციური კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ვინმეს უფლების შებღალვას, პირიქით, აძლიერებს ჩვენ ეროვნულ იდენტობას

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: ზუგდიდში 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ვახდენთ, პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა გზას არ მოვაწესრიგებთ

დავით კოდუა: ზუგდიდში 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ვახდენთ, პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა გზას არ მოვაწესრიგებთ

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026