ხობში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის 6 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ხობის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 6 100 000 ლარზე გამოაცხადა.
კომპანიებისგან წინადადების მიღება მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2025 წლის 25 დეკემბრამდე აქვს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





