stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

ფონდი ბილივი ათი წლია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს

10.07.2024 / 10 ივლისი 2024
ფონდი ბილივი ათი წლია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს

მეათე თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ გაიმართა, სადაც ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა საინტერესო პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2023-2024 სასწავლო წელი შეაჯამეს.

დახურვის ღონისძიებაზე, ჯგუფებად დაყოფილმა ბილიველებმა მათთვის გამორჩეულ პროექტზე პრეზენტაციები წარადგინეს.

ბილივის გუნდის გადაწყვეტილებით შეხვედრაზე გამოვლინდნენ წლის ბილიველები, რომლებმაც საკუთარი აქტიურობიდან და მოხალისეობრივ პროექტებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “წლის ბილიველის” წოდება დაიმსახურეს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები ბილივის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობისთვის.

„ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, რეგიონში, კერძოდ ფოთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. არაერთ საინტერესო შეხვედრაზე დასწრებითა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობით, ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მათ უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში. ამას უკვე 10 წელია მოხალისეობრივად ვახორციელებთ და ძალიან ვამაყობთ ამით“,- განაცხადა ფონდ ბილივის თანადამფუძნებელმა მარიკა ნადარაიამ.

ბილივის საგანმანათლებლო პროექტების კურსდამთავრებულთა სიას, რომელიც უკვე 550 -ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წელს 35-მდე ფოთელი მოსწავლე შეემატა.

ცნობისთვის, ფოთში დაარსებული ფონდი ბილივი არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. ბილივი ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში, განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული დონის გაუმჯობესებაში.

ფონდი ბილივი ათი წლია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობს - image 2
Banner 1
წინა პოსტი

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდშის თეატრში სპეკტაკლის „ყოველი წლის თებერვალში“ პრემიერა შედგა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხობში, 200 სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი სასურსათო პროდუქტს მიიღებს

ხობში, 200 სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი სასურსათო პროდუქტს მიიღებს

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026