წალენჯიხაში სტარტს სტუდენტური დღეები – 2024 დღეიდან აიღებს

წალენჯიხაში სტარტს სტუდენტური დღეები -2024 დღეიდან აიღებს. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის სურვილი 100-მა სტუდენტმა გამოთქვა.
„პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან. პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია.
შეჯიბრებები ჩატარდება-ფრენბურთში,ფეხბურთში, ჭადრაკში, კალათბურთში; გაიმართება ფოტოკონკურსები, მხატვრული კითხვა; ფილმების ჩვენება და განხილვა. ასევე საჯარო ლექციები. მოეწყობა ლაშქრობები, ექსკურსიები, ქალაქ ჯვარიდან და ფახულანიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება. სტუდენტური დღეები 2024, დღეს 5 აგვისტოს 19:00 საათზე, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება. გელოდებათ The SkiTTles band. 16 აგვისტოს ჩათვლით კი სტუდენტები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და ბევრი სიურპრიზი ელოდებათ,“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.~
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





