stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება  ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

8 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1572

ამბები სვანეთიდან

94

არჩევნები

355

ახალი ამბები

4281

დღის ამბები

2555

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

123

ვიდეო ამბები

88

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

204

სამართალი

180

სპორტი

235

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიპოლიტიკა

მამუკა წოწერია: ანა წითლიძის დავალებით ენმ-ის აქტივისტები ოცნების პლაკატებს აზიანებენ

20.10.2024 / 20 ოქტომბერი 2024
მამუკა წოწერია: ანა წითლიძის დავალებით ენმ-ის აქტივისტები ოცნების პლაკატებს აზიანებენ

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” პლაკატებს და ბილბორდებს აზიანებენ, მხილებული არიან კონკრეტული პირებიც. საარჩევნო დარღვევაზე მმართველი პარტიის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე ისაუბრა

,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოაქვთ მათთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი და უკანონო ქმედებები.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელისგან ანა წითლიძისგან მიიღეს დავალება, რომ დააზიანონ ქართული ოცნების ბანერები, ბილბორდები და პლაკატები.

მათ გუშინ დააზიანეს კომბინატის დასახლებაში ქართული ოცნების მიერ გაკრული პლაკატები. კონკრეტულად კომბინატის ქუჩებში პლაკატების ჩამოხევის დავალება მიღებული ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ქეთი რაფავას, რაფავას მიერ პლაკატების დაზიანება გადაღებულია ვიდეოკადრებით, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააზიანეს, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ქართული ოცნების ბილბორდიც. პოლიტიკურად განადგურებულმა ოპოზიციამ კარგად იცის რომ აგებენ არჩევნებს, ეს ჩანს ყველა შიდა კვლევაში, რომელიც ჩატარდა, ისინი ვერ ეგუებიან მათ მორიგ დიდ მარცხს და მიდიან ყველაფერზე .

ჩადენილი დანაშაული საარჩევნო კოდექსის მეოთხმოცე მუხლის შესაბამისად ისჯება ჯარიმით. მივმართავთ შესაბამის უწყებებს შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისად დაჯარიმდეს კანონდამრღვევები.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ასახონ შესაბამის დასკვნებში. ჩვენ წინა კვირას გავასაჯაროვეთ თუ როგორ ართმევდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, ასევე გავასაჯაროვეთ ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული კონკრეტული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან და გვარამია მელიას პარტიასთან ერთად ემზადებიან არჩევნების დღეს უბნებზე ხმაურისა არეულობის მოსაწყობად, რათა საზოგადოებას ფეიკ ამბებით ანახონ, რომ ვითომ არჩევნები ყალბდება.

კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელებს არ აქვთ საარჩევნო კამპანია, არ ხვდებიან მოქალაქეებს, არ სთავაზობენ კონკრეტულ პროგრამებს, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, აქციებისა და ქუჩის პროტესტისთვის, რადგან იციან, რომ არჩევნებში ქართულ ოცნებასთან მარცხდებიან.

მოვუწოდებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელებს, მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება აწარმოოს თანაბარი საარჩევნო კამპანია, ნუ შემოაქვთ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი და მათი ბნელი წარსულისთვის აპრობირებული მეთოდები” – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

Banner 1
წინა პოსტი

ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა

შემდეგი პოსტი

ცესკოს მიმართვის საფუძველზე, მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია: ყველამ იცის საზოგადოებაში ანა წითლიძის იმიჯი, როგორც ცრუ და ცილისმწამებლის

მამუკა წოწერია: ყველამ იცის საზოგადოებაში ანა წითლიძის იმიჯი, როგორც ცრუ და ცილისმწამებლის

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას მამუკა წოწერია უხემძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას მამუკა წოწერია უხემძღვანელებს

შიდა დაპირისპირება ენმ-ში – აქტივისტი ანა წითლიძის წინააღმდეგ პოლიციას მიმართავს

შიდა დაპირისპირება ენმ-ში – აქტივისტი ანა წითლიძის წინააღმდეგ პოლიციას მიმართავს

დღის ამბები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერმა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების აღდგენასთან დაკავშირებით TV მაესტრიოს ეთერში ისაუბრა

ხობის მერი დავით ბუკია სოფელ ხამისკურში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ხობის მერი დავით ბუკია პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ᲤᲝᲗᲨᲘ 9 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲡ ᲮᲔᲘᲕᲜᲘᲡ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ