stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებივიდეო ამბებიპოლიტიკა

დავით კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს და მიმართვას ავრცელებს [Video]

25.10.2024 / 25 ოქტომბერი 2024

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო პერიოდი მიილია. ძალიან დატვირთული და საინტერესო საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩავატარეთ 130-ზე მეტი შეხვედრა.

კომუნიკაციის ამ ფორმამ მოგვცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ათასობით ადამიანს. თქვენგან მოგვესმინა საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია. ვისაუბრეთ „ქართული ოცნების” გეგმებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ პროგრამაზე და ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია გვქონდა. არცერთ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა”, ზუგდიდში დელეგატი არ წარუდგენია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათი ზუგდიდისადმი მიდგომებს – ამ ქალაქის უპატივცემლობას. მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს ჰყავდეთ მათი მუნიციპალიტეტის ხმა პარლამენტში.

რეალური ძალა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში საქმის კეთება შეუძლია, არის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

მოქალაქეებისგან მიღებული მუხტი და მხარდაჭერა უდიდესი პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის! მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ. 26 ოქტომბერს ერთობით გავიმარჯვებთ – ამ ქვეყნის და ამ ქალაქის უკეთესი მომავლისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის!

ჩვენ თქვენთან მოვდივართ კონკრეტული გეგმებით. მე თქვენ გთავაზობთ მეტ ჩართულობას. ჩემი პარლამენტში შესვლის დღიდან, ჩვენ დავიწყებთ თითოეული სოფლისა და ქალაქის, ყველა უბნის სამოქმედო გეგმის შექმნას, ეს იქნება მოქალაქეების მიერ შერჩეული პრიორიტეტების სია, რის მიხედვითაც მოხდება იმ პროექტების განხორციელება, რა საჭიროებებიც ჩვენს მოქალაქეებს უდგათ.

მინდა მივმართო ჩვენს დევნილებს, თქვენ მხოლოდ აფხაზეთიდან არ ხართ, თქვენ ამავდროულად ზუგდიდელებიც ხართ, ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ 31 წელი და ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთის ნაწილი ვართ! მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ინტერესების გამტარი. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ დევნილებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. ეს პროცესი გრძელდება და კომბინატის დასახლებაში ვახდენთ 1700 ოჯახისთვის ბინების მშენებლობას, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს 1000-მდე სოფლად სახლის შეძენა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. სწორედ ეს არის თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანიც და ოცნებაც.

მე და თქვენ, საქართველოს სიყვარული, მისი კეთილდღეობა, მშვიდობიანი განვითარება და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გვაერთიანებს. ჩვენ ეს განაცხადი შევიტანეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ეს განაცხადი დავიტანეთ „ქართული ოცნების“ ახალ ლოგოზე და ჩვენ ამ გზას, ახალგაზრდებთან ერთად ბოლომდე გამარჯვებით გავივლით!

ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული თქვენგანის სათქმელს, თქვენს საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე.

26 ოქტომბერს გაიმართება, არა უბრალოდ არჩევნები, არამედ რეფერენდუმი, სადაც უნდა ავირჩიოთ ბნელი წარსული ან საქართველოს ნათელი მომავალი.

ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, გელით არჩევნებზე, უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, რათა ერთად დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა – ჩვენი უძვირფასესი სამშობლოსთვის – საქართველოსთვის!” – აცხადებს კოდუა.

Banner 1
წინა პოსტი

დავით კოდუა: მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

შემდეგი პოსტი

რა კანონით დადგენილი აკრძალვები მოქმედებს კენჭისყრის დღეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება