ირაკლი ჩიქოვანი: დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის რომ გაკეთდეს სწორი არჩევანი, არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ!

ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმა ზუგდიდის პირველ საარცევნო უბანზე მისცა, ჩიქოვანი უბანზე რვა საათზე მივიდა ის პირველი ამომრჩეველი იყო. მთავრობის ცევრის განცხადებით მან მხარი ქვეყნის განვითარებას მისცა:
„დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის რომ გაკეთდეს სწორი არჩევანი, არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ!“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




