“ქუჩის პიანინო” და ზაფხულის საღამო ზუგდიდის ბულვარში (ვიდეოამბავი)
“ქუჩის პიანინო” ზუგდიდში ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ქუჩის პიანინო ზუგდიდში ,,შენი იდეა მერს“ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა. თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა და მისი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)




