stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბებისამართალი

პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

06.12.2024 / 6 დეკემბერი 2024
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ა.კ. თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თავისუფლების მოედანზე, ბრალდებული ს.ს. თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.

ხოლო, 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, დანით შეიარაღებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ს.ჯ. თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ღამის საათებში, „მზიურის“ პარკში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის კუთვნილი 3 ცალი ვიდეო კამერა, რის შედეგადაც უწყებას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

დაკავებულებს ა.კ.-ს და ს.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ს.ს.-ს ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ლ.ჩ.-ს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

Banner 1
წინა პოსტი

გახსენით მოლაპარაკებები – ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან – მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

შემდეგი პოსტი

ირაკლი კობახიძე: ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ცოტნე გამსახურდიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ბრალდება წარედგინა

ცოტნე გამსახურდიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ბრალდება წარედგინა

მოხუც ქალბატონს და შშმ პირს მძღოლები გზას არ უთმობენ [ვიდეო]

მოხუც ქალბატონს და შშმ პირს მძღოლები გზას არ უთმობენ [ვიდეო]

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026