თეიმურაზ გორჯესტანი – დედაჩემი არის ქალი, რომელმაც საქართველოდან გაიყვანა რუსული ჯარი

მე ჩამოვედი იმისთვის, რომ დედაჩემი დამეცვა არა მხოლოდ მუქარებისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც ბოლო 2 თვეა მიმდინარეობს- ამის შესახებ ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„დედაჩემი არის ქალი, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა, რომელიც 80-იან წლებში საფრამგეთის დიოლომატიაში იყო და იბრძოდა თავისუფლებისთვის, როდესაც სხვა კანდიდატი იყო საბჭოთა კავშირში და იყო ამაყი საბჭოთა კავშირის დიპლომატიით. ის არის ქალი, რომელმაც საქართველოდან გაიყვანა რუსული ჯარი”- განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
მანამდე ზურაბიშვილის შვილმა მუქარების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





