ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქალაქ ჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მსხვერპლი არ არის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





