stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

არჩევნები

სალომე ზურაბიშვილი – 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს

20.11.2018 / 20 ნოემბერი 2018
სალომე ზურაბიშვილი – 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს

მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყეს ქსენოფობიით, გააგრძელესტერორიზმით და ბოლოს დააგვირგვინეს ანტისემიტიზმით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სააკაშვილის ანტისემიტური შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე.

„ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი.

შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის – ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.

ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი – ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წინასაარჩევნოკამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ, აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე… ეს არის შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ.

მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ:

არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის;

სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე;

დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველიხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას!

მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

Banner 1
წინა პოსტი

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი IV)

შემდეგი პოსტი

“ნაცმოძრაობამ” საარჩევნოდ “შავი ფული” ჩამოიტანა?! – კადრები ქუთაისის აეროპორტიდან [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

28 ნოემბერს ზუგდიდი დანარჩენ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს

28 ნოემბერს ზუგდიდი დანარჩენ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა (R)

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა (R)

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026