საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქს შემდეგი განახლებული ქუჩები შეემატა:
ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი დასრულდა კანკიას ქუჩის ჩიხში. სამუშაოების ღირებულებამ 20 309 ლარი შეადგინა.

ასევე რეაბილიტირდა შალვა დადიანის ქუჩა, ღირებულებით 84 865 ლარი.
დასრულებულია შენგელიას ქუჩის ასფალტირება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 63 333 ლარი შეადგინა.
სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტის ფარგლებში, შპს ,,ინდიკო’’ აწარმოებს.