STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბურთაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.

ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი