ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გურიის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
შიდა საუბნო სივრცეების განვითარების ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო კომბინირებული მინი სპორტული მოედნები.
პროექტის ფარგლებში,დამონტაჟდა ლითონის ბადეები, მოეწყო მინდვრის საფარი, განთავსდა კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა თანამედროვე ელექტრო განათების სისტემა.
ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უკვე მიმდინარეობს ან დაგეგმვის პროცესშია.



