STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები

ზუგდიდის მერმა მოადგილედ გიორგი ხვიჩია დანიშნა

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიორგი ხვიჩია წარუდგინა.

მერმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. აღინიშნა, რომ გიორგი ხვიჩიას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„გიორგი ხვიჩია, წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მუშაობდა. იგი ჩახედულია ყველა სფეროში და დარწმუნებული ვარ, მისი საქმისადმი დამოკიდებულება ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარება მომავალ საქმიანობაში,“ – აღნიშნა დავით კოდუამ.

გიორგი ხვიჩიას 2012 წლიდან 2019 წლამდე თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019 წლიდან კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი ხვიჩიას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო
და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი