ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას, მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.









