ხობში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის რაიონის პირველი პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას.
31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, მწერლის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დღეს ზვიად გამსახურდიას 87 წელი შეუსრულდებოდა.





