აბაშაში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

31 მარტი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა.
ამ მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში. წარმოდგენილ იქნა საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიას, მისი ქრისტესმიერი ძმის, მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის, საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მასალები.
ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1991 წლის 31 მარტს - 35 წლის წინ, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.
დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 87 წელი შეუსრულდებოდა.





