მარტვილის მუნიციპალიტეტში გურძემში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე გურძემში საავტომობილო გზის ასფალტ ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 3 065 მეტრზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 1 272 719 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
გურძემში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.





