წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოები ქალაქ წალენჯიხაში თემურ ფიფიას, ეგნატე ფიფიას და ნაპო ხობელიას ქუჩებზე, ქალაქ ჯვარში კი აკაკი ჭანტურიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილეებთან, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას შეფერხებებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის სრული განახლება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, რაც ოთხივე ქუჩის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უსაფრთხო, კომფორტული და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.









