stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

18 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1586

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4292

დღის ამბები

2573

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

209

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

საზოგადოებაამბები სამეგრელოდანდღის ამბები

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

1 საათის წინ / 18 ივნისი 2026
ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სისტემის განვითარებას.

აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - image 2
ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - image 3
ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - image 4
Banner 1
წინა პოსტი

სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

დღის ამბები

ზუგდიდის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

შს მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა