stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

აბაშაში 167 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

აბაშაში 167 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

15 სექტემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1706

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4352

დღის ამბები

2703

დღის ფოტო

85

ეკონომიკა

134

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

929

რეკლამა

697

საზოგადოება

230

სამართალი

186

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიამბები სამეგრელოდანდღის ამბები

აბაშაში 167 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

1 საათის წინ / 15 სექტემბერი 2026
აბაშაში 167 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან. მათ წინ ცოდნისა და შესაძლებლობების სამყაროა, სადაც თითოეული ახალი დღე საინტერესო აღმოჩენებითა და ახალი გამოცდილებით იქნება სავსე. მჯერა, რომ სკოლაში გატარებული წლები მათთვის წარმატებისა და ლამაზი მოგონებების დასაწყისი გახდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს პედაგოგებსაც. მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში.

განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ - ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, არამედ უსაფრთხო, თანამედროვე და სათანადოდ აღჭურვილი სასწავლო გარემო. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება და ღირსეული წვლილი შეიტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში, - აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

ახალი სასწავლო წელი აბაშის მუნიციპალიტეტში 167 - მა პირველკლასელმა დაიწყო. მათ პორტაბელური კომპიუტერები - „ბუკები“ გადაეცათ.

თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია სასკოლო სახელმძღვანელოებით, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლეები უფასო სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობენ.

როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, განათლებაზე ზრუნვა, მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს!

Banner 1
წინა პოსტი

ხობში 208 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხობში 208 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ხობში 208 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ჩხოროწყუში 144 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ჩხოროწყუში 144 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

21-26 სექტემბერს საჯარო და კერძო სკოლებში სასკოლო სპორტის კვირეულ გაიმართება

21-26 სექტემბერს საჯარო და კერძო სკოლებში სასკოლო სპორტის კვირეულ გაიმართება

დღის ამბები

აბაშაში 167 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ხობში 208 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ჩხოროწყუში 144 პირველკლასელმა სასკოლო ცხოვრება დაიწყო

ფოთს 373 პირველკლასელი ჰყავს

დავით ვერავა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს