“კმარას” მაისურები დემნა გვასალიასგან უკვე გაყიდვაში ჩაეშვა

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას, ბრენდმა, Vetements, მაისურები გამოუშვა, რომელის უკანა მხარესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული ქართული ახალგაზრდული მოძრაობის “კმარას” ლოგოა გამოსახული.
როგორც ვეტმოს ინსტაგრამ სთორიდან ვიგებთ, მაისური გაყიდვაში გუშინ, 27 იანვარს ჩაეშვა და ონლაინ მაღაზიაში მისი ღირებულება 491,67 გირვანქა სტერლინგია [1724 ლარი].
მაისურს წინა მხარეს, გულთან, 7-ქიმიანი ბორჯღალი აქვს, ზურგზე კი — კმარა და მისი ლოგო, მუშტია გამოსახული.
მსგავსი სიახლეები

თემურ მღებრიშვილი: დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი

ილია თოფურია წერილს აქვეყნებს - უკვე ოთხი თვეა ვერ ვხედავ ჩემს ქალიშვილს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა




