stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდის მერმა დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

26.12.2019 / 26 დეკემბერი 2019
ზუგდიდის მერმა დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,მერის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა და თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

პედაგოგთა პროფესიული განვითარების საქმეში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ცირა გულუას.

წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა რუხის საჯარო სკოლის დირექტორ გოგი თოდუას, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის ,,საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“-ს ფინალისტია.

აგრეთვე, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის N 9 საჯარო სკოლის დირექტორ თეა გაბელაიას, რომელიც ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის ,,საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“-ს ფინალისტია.

საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობისა და თაობების აღზრდაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა მანანა ნაჭყებიას-საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის რექტორს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს კახაბერ ფარცვანიას.

ფრანგული კულტურის პოპულარიზაციისა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა -საფრანგეთის განათლებისა და ახალგაზრდების ეროვნული სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ,,აკადემიური პალმის ორდენის“ კავალერს, ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის პედაგოგს მედეა ჭაჭუას.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა,ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ განათლების სისტემაში სწორედ ასეთი ღირსეული ადამიანები არიან ჩართული.

Banner 1
წინა პოსტი

საახალწლო კარნავალი სენაკის მეორე საჯარო სკოლაში (R)

შემდეგი პოსტი

ალექსანდრე მოწერელია – 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღბის აღმზრდელთა ხელფასები 100 ლარით გაიზრდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერმა წარმატებული პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

ზუგდიდის მერმა წარმატებული პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

სენაკის მერმა კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

სენაკის მერმა კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

ჩხოროწყუს მერმა მაკა სართანიას მადლობის სიგელი გადასცა

ჩხოროწყუს მერმა მაკა სართანიას მადლობის სიგელი გადასცა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026