სამოყვარულო ჩემპიონატის მატჩი სენაკში

- დღეს სენაკში 7×7 ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატ „მასტერ ლიგის“ მატჩი გაიმართა.
ფეხბურთის მატჩს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასოციაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში როსტევან ფარცვანია და გულშემატკივრები დაესწრნენ.
დევნილთა საფეხბურთო გუნდ ,,ცხუმის“ და ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდ ,,ფოცხოს“ შეხვედრა ფოცხოელთა გუნდის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
პროექტი მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





