ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბავშვთა სივრცე მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ბავშვთა სივრცე მოეწყო. იდეის ინიციატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენგურის (კომბინატის) მაჟორიტარი სალომე ფაცაციაა, რომელმაც დღეს სიახლე პატარა შვილთან ერტად მოინახულა.
ბავშვთა სივრცის გახსნას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.






