პავლე მგელაძე წალენჯიხის IT სკოლას ეწვია

დღეს, 19 ნოემბერს, წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლას პავლე მგელაძე და re: inventi სტუდია ეწვია.
12-დან 24 წლამდე 70-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა მიეცა ტექნოლოგიური ბიზნესის შესახებ ინფორმაცია მოესმინა.
re:invent პირველი ვენჩურული სტუდიაა საქართველოში, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები იწყებენ და ავითარებენ ტექნოლოგიურ ბიზნესებს.
IT სკოლაში სტუმრობის მიზანია- ახალგაზრდები გაეცნონ კომპანიის საქმიანობას, როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა მიმართულებებით. გაეცნონ re:invent – ის წარმატებულ სტარტაპერებს.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დღეს,საღამოს 20:00 საათამდე შეხვდნენ წარმატებულ სტარტაპერებს და გაეცნონ ბევრ სიახლეებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





