მესტიაში „ქართული ოცნებას“ კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება.
პარტიის კონფერენციას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ესწრებოდა.
13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას მამუკა წოწერია უხემძღვანელებს
წალენჯიხაში „ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გოგა გულორდავა ბაკურ სონგულიამ შეცვალა
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





