„ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა აირჩიეს. კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. კონფერენციები ასევე ჩატარდა ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ზუგდიდში პარტიას მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, წალენჯიხაში კი ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს, სონგულიამდე პოსტს გოგა გულორდავა იკავებდა.
12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში გაიმართება.
პარტიის კონფერენციას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ესწრებოდა.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას მამუკა წოწერია უხემძღვანელებს
წალენჯიხაში „ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გოგა გულორდავა ბაკურ სონგულიამ შეცვალა