წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
გია ხარჩილავა მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2006-2010 წლებში კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 54 წლის გია ხარჩილავას გარდაცვალების სავარუდო მიზეზად თრომბი სახელდება.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





