პრემიერ-მინისტრი გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს:
,,საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს” – წერს ირაკლი კობახიძე.
მანამდე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამაც:
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და რწმუნებულის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს” – წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.
გია ხარჩილავა მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2006-2010 წლებში კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 54 წლის გია ხარჩილავას გარდაცვალების სავარუდო მიზეზად თრომბი სახელდება.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





